გვარდიოლა: "არსენალი" ქულებს აღარ დაკარგავს, ერთი ფრეც და პრემიერლიგის გარეშე დავრჩებით

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის სატიტულო რბოლის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, მათი მთავარი კონკურენტი "არსენალი" დარჩენილ ტურებში ქულებს აღარ დაკარგავს.

"ვფიქრობ, "არსენალი" დარჩენილ მატჩებში ქულებს აღარ დაკარგავს. 4 ტური დაგვრჩა. ეს ყველაფერი მაღალ მთაზე ასვლას ჰგავს. თუ ფრეს ვითამაშებთ, ჩემპიონები ვერ გავხდებით", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "სიტიმ" ბოლო 19 პრემიერლიგურ მატჩში 15 გამარჯვება მოიპოვა, 4-ჯერ კი ფრეს დასჯერდა და სატურნირო ცხრილში "მეთოფეებს" 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "ქალაქელებს" "არსენალზე" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

alt"გვარდიოლას

"ნაპოლის" გაწვრთნა ვთხოვე, იცით, რა მიპასუხა?" - "პარტენოპეის" ყოფილი ფეხბურთელი

alt"ასე როგორ შეიძლება? როდემდე უნდა გაგრძელდეს?" - გვარდიოლა აღშფოთებულია

alt"მანჩესტერ სიტი" ახალ მწვრთნელს ეძებს - "ქალაქელები" გვარდიოლას დაემშვიდობებიან

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიკალა ბატონო თქვე არსენალის ფანოოო არ აგარევინებთ!!! გვარდო ჩემპიონნნ
ნიკალა ბენ ვაითს
13:37 29-04-2024
6

სიახლეები პოპულარული