დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ნიჟნი ნოვგოროდი“ სახლში 2:3 დამარცხდა მოსკოვის „ლოკომოტივთან“. Матч ТВ-ზე ტელეკომენტატორი რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კორნეევი იყო, რომელმაც მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელები ნიკოლოზ ქუთათალაძე და კონსტანტინე მარადიშვილი პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებით მოიხსენია:

„ქუთათელაძემ მე-11 წუთზე მიირბინა, ... ,უხეიროდ დაარტყა ცაციათი. ის უკვე, ... , მკვდარი იყო! ის უკვე დაიღალა. გესმის? შეხედეთ მას - არ მესმის, ეს ბიჭი რას აკეთებს.

ისინი მარადიშვილით გაძლიერდნენ, ... ეს სასაცილოა, ...! ეს კუჩაევი, ... საერთოდ რა გაძლიერებაა.

მათთვის ყველაზე დიდი დანაკარგი ...
მოედნის ცენტრშია... შავი ბიჭუნა! დაიმტვრა ახლა. მაიგა!“

ქუთათელაძემ 65-ე წუთამდე ითამაშა, მარადიშვილს კი ტრავმის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

თავისი შვილის დედის გინებით მოხსენიებაზე კომენტარი ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა გააკეთა.
„ვინ აძლევს ფედერალურ არხზე ასეთ ხალხს მუშაობის უფლებას? რასაც ის ამბობს ჩემს შვილზე და „ნიჟნი ნოვგოროდის“ სხვა ფეხბურთელებზე, ეს ყველაფერი უცოდინრობაა. კორნეევზე არ ვბრაზდები. როგორი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე შეხედულებები აქვს. რატომ საუბრობენ და იყენებენ ასეთი ადამიანები უცენზურო სიტყვებს მთელ ქვეყანაში - ეს ტელევიზიის მიმართ კითხვაა“, - ციტირებს კობა მარადიშვილს Sport24.

მოგვიანებით კორნეევმა უცენზურო გამონათქვამების გამო ბოდიში მოიხადა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვუერთდები მარადაშვილზე და მამამისზე გამოთქმულ ყველა გინებას მამამისი არის უკანასკნელი დონის ..... ჩური..
Გიო
07:53 09-05-2024
0
ისწ აკვირდებით რუსეთის ჩემპიონატიდან არცერთი რო არ გამოადგა ნაკრებს?
არც ეს. ფაქტობრივად არც საზანოვი.
და არც ის დამავიწყდა ქარტული გვარი რო აქვს მგონი მოსკოვია დინამოდან არის :)
ქარტველი რო მოსკოვის დინამოში იქნება რაღაზეა საუბარი :)
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული