მარკ კუკურელია "მანჩესტერ სიტის" ნაცვლად კარიერას "ჩელსიში": გააგრძელებს - 2 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ 2 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

ინგლისური კლუბები უნგრელი მოთამაშის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, რომელსაც მომავალ ერლინ ჰოლანს უწოდებენ. 19 წლის ბენჟამინ სესკოს სანაცვლოდ "ზალცბურგი" 55 მილიონ ევროს ითხოვს. ახალგაზრდა ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს ერიკ ტენ ჰაგი, თუმცა ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, რადგან კრიშტიანო რონალდო ჯერჯერობით კვლავ "მანკუნიანელების" ღირსებას იცავს. უნგრელის დამატება ასევე "ნიუკასლს" და ლონდონის "ჩელსის" სურთ.

"ბარსელონას" რიკი პუჩის გაყიდვა სურს, მოთამაშე ხავის გეგმებში არ შედის. მოთამაშის დამატებას "ლოს ანჯელეს გელექსი" ცდილობს. თუმცა ტრანსფერის განსახორციელებლად ამერიკულ გუნდს მხოლოდ 2 დღე აქვს,
რადგან 4 აგვისტოს MLS-ში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. 22 წლის ნახევარმცველი კატალონიური გუნდის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა, მას არც ჰოლანდიელი რონალდ კუმანი სწყალობდა და არც ხავის ხელში მიეცა სათამაშო დრო. გასულ სეზონში 2 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

ლონდონის "ჩელსიმ" მარკ კუკურელიას ტრანსფერთან დაკავშირებით სრულ შეთანხმებას მიაღწია როგორც მოთამაშესთან, ასევე კლუბთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ "არისტოკრატები" ესპანელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. კუკურელიას დამატება "მანჩესტერ სიტისაც" სურდა, თუმცა "ქალაქელები" განაპირა მცველში 40 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ. ესპანეთის ნაკრების მცველი "ჩელსიში", დიდი ალბათობით, თანამემამულე მარკოს ალონსოს შეცვლის, რომელიც კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

"ნიუკასლი" "ლესტერის" ერთ-ერთი ლიდერის, ჯეიმს მედისონის დამატებას ცდილობს. მას შემდეგ, რაც პირველი შეთავაზება უშედეგო აღმოჩნდა, Football Insider-ის ინფორმაციით, "კაჭკაჭები" "ლესტერს" 60 მილიონ ევროს შესთავაზებს. მედისონი "ნიუკასლის" მთავარი სამიზნეა. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შეასრულა 8 შედეგიანი გადაცემა და 12 გოლი მიითვალა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altკეპა "ნაპოლის" მიუახლოვდა - სატრანსფერო სიახლეები



მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ხო მეგრელია?
გომორძგუა მარგალეფც
22:29 02-08-2022
0
სიტიმ მიქარა ზინჩენკო არ უნდა გაეშვა
არა რუსეთს
16:54 02-08-2022
1

სიახლეები პოპულარული