ბარტ ვერბრუგენი (ნიდერლანდები)
ვერბრუგენი, რომელიც 194 სმ-ია, კარიერას "ბრედაში" იწყებდა, რასაც ბელგიურ "ანდერლეხტში" ტრანსფერი მოჰყვა. ბრაიტონელები წელს ბევრ უშვებენ, მაგრამ ამაში მეკარის დადანაშულება სწორი არ იქნება, დე ძერბის გუნდს ბალანსის პრობლემა აქვს. ნიდერლანდელებს პრემიერლიგაში კიდევ ერთი კიპერი ჰყავთ, 30 წლის მარკ ფლეკენი "ბრენტფორდის" ღირსებას იცავს.
ვერბრუგენის სატრანსფერო ფასი 14.9 მილიონია. ნიდერლანდელების ჯგუფში საფრანგეთი, რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი და ავსტრია არიან.
გიორგი მამარდაშვილი (საქართველო)
"ვალენსიას" კიპერს მართლაც ხელშესახები წინსვლა აქვს და პრობლემურ ასპექტებში ყოველდღიურად უკეთესი ხდება. მაგალითად, ასეთი პენალტების ვერმოგერება იყო, მაგრამ ამ მხრივ "მამარდას" სერიოზული წარმატებები აშკარაა. ბოლო ტურში ისე გამოჩნდა, მის მიმართ უკვე ერთგვარი რიდიც გააჩნიათ, რაც თერთმეტმეტრიანის დამრტყმელს საქმეს ურთულებს.
გიორგი 23 წლისაა და 197 სმ სიმაღლის (სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევრო). კარიერას ის "გაგრაში" იწყებდა, რასაც თბილისის "დინამო" მოჰყვა, რომელმაც ჯერ "რუსთავში", შემდეგ კი "ლოკომოტივში" გაანათხოვრა. ამ უკანაკსნელის რიგებში ევროპა ლიგაზე შესანინავი თამაშის შემდეგ ის ესპანურმა "ვალენსიამ" თითქოს სათადარიგო კიპერად გადაიბირა, მაგრამ მალევე გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა, რომელმაც ამ მაჩვენებლითაც რეკორდი დაამყარა და გოლგაუშვეველი მატჩებიც ამ სეზონში უკვე 12 დაუგროვდა.
საქართველოს ნაკრები ევროზე აუტსაიდერის სტატუსითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილს ცოტა საქმე არ უნდა ჰქონდეს. მისი დამაჯერეველი თამაში ქართველ გულშემატკივრებს პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან დამატებით იმედს აძლევს.
ანდრეი ლუნინი (უკრაინა)
191 სმ ლუნინი ჯერ "მეტალისტსა" და "დნიპროში" თამაშობდა, "სამეფო კლუბში" კი ლუგანსკის "ზარიადან" მოხვდა. მისი სატრასნფერო ფასი ახლა 16 მილიონი ევროა. უკრაინელებს ჯგუფში რუმინეთი, სლოვაკეთი და ბელგია ჰყავს.
ევრო 2024-ის ყველაზე სახელოვანი მეკარეების ხუთეული: ნოიერი (გერმანია), დონარუმა (იტალია), ობლაკი (სლოვენია), შჩესნი (პოლონეთი), მენიო (საფრანგეთი).
უკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...