მიქაუტაძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა - "მეცი" "ლილთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 31-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:2 დამარცხდა.

თამაში თავიდან თანაბარი იყო, მომენტები არ იქმნებოდა და როდესაც სტუმართა კარს ხიფათი საერთოდ არ ემუქრებოდა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე მცველს მოხვდა და მიქაუტაძემ პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. მან ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი. თუმცა ისმაილიმ მალე ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ გიორგი მეკარე შევალიესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ კარს გადააცილა. მორიგი შეტევისას ქართველი დევიდმა წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. 44-ე წუთზე კი იაზიჯიმ „ლილი“ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში „მეცი“ ანგარიშის
გათანაბრებას შეეცადა, მიქაუტაძის პასით საბალიმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.

მიქაუტაძის ანგარიშზე "მეცში" დაბრუნების შემდეგ 9 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 11-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეფასეს: Sofascore 6.7, Flashscore 6.7, Whoscored 6.6.

„მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 4 მაისს „რენს“ უმასპინძლებს.

მეცი. „სენ სიმფორიენი“

მეცი - ლილი 1:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (23, პენ), 1:1 ისმაილი (31), 1:2 იაზიჯი (44)

alt"გერმანიაში ტურისტებად არ მივდივართ" - სანიოლმა ფრანგულ ტელეარხთან დავითაშვილის და მიქაუტაძის პროგრესზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 4 /
მატჩის მიწურულს,მიქაუტაძემ თანაგუნდელს მისცა პასი,რომელმაც გაიტანა,მაგრამ ის თამაშგარეში იყო შესული.მის გვერდით თანაგუნდელიც იდგა,რომელიც თამაშგარეში არ იყო და შეძლებდა ამ ბურთზე თამაშს.ვერც ერთი მიხვდა,რომ თამაშგარეში იყო(არა და მისი პოზიციიდან,ვალდებული იყო,ეს დაენახა),ხოლო ვერც მისი პარტნიორი,ამ ბურთზე წასულიყო.მეკარის და მიქაუტაძის გარდა,სხვები საგრძნობლად დაბალი კლასისები არიან და დღეს ისეთი ქულა დაკარგეს,რომელიც ალბათ ლიგიდან გავარდნად დაუჯდებათ.ჰავრმა ხომ პსჟს, პარიზში აართვა ქულა.ძალიან გაირთულეს მდგომარეობა.
მიქაუტაძეს დიდხანს არავინ გააჩერებს მეცში და რომელიმე უფრო ძლიერი კლუბი წაიყვანს,ეს უეჭველია.უბრალოდ გული მწყდება,რომ მეცს შეეძლო,მისი ყიდვა გაყიდვით კარგი მოგება ენახა,მაგრამ დროზე არ გამოისყიდა და ახლა შეიძლება პირდაპირ სხვა კლუბმა გამოისყიდოს.მეცმა გააცოცხლა მიქაუტაძე და მინდოდა,მას უფრო მეტი სარგებელი ენახა,თუნდაც აიაქსის გულის გასახეთქად.
სოსო
00:25 29-04-2024
0
პსჟ-მ უპოდლა მეცს: ქულა აჩუქა გავრს თავის მოედანზე!
ვაჟა მასწავლებელი
00:07 29-04-2024
0

სიახლეები პოპულარული