კაკაბაძე: პორტუგალიასთან შეხვედრამდე რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ

AutoSharing Option
პოლონური fakt-ი აღნიშნავს, რომ "კრაკოვიას" საქართველოს ნაკრების მცველის, ოთარ კაკაბაძის სახით, ევრო 2024-ზე წარმომადგენელი ეყოლება, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მალე უმთავრდება. ქართველმა ლეგიონერმა გამოცემასთან ევროპირველობაზე გასვლასა და მოლოდინზე ისაუბრა:

"ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა. თითქმის 40 წელიწადი ვერ ვახერხებდით დიდ ტურნირზე გასვლას და ახლა გულშემატკივრებს სიხარული მივანიჭეთ. საბერძნეთთან ნამატჩევს დიდი ზეიმი იყო.

ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. ტურნირზე გასვლით ჩვენი საბოლოო სიტყვა არ გვითქვამს. რონალდოს წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნება. პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შევხვდებით. იქამდე
რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ისე წავა საქმე რომ რონალდოს და ნაკრების სხვა ძირითადი მოთამაშეების წინააღმდეგ არ მოგიწევთ თამაში და მაშინ იქნება ქართუსაც აახიოთ 30 მილიონი:)
ირაკლი
18:55 23-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული