ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი მამარდაშვილს ჯენარო გატუზო გაწვრთნის

AutoSharing Option
"ვალენსიას" ახალი თავკაცი ჰყავს.

ესპანური გუნდს იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარული მოთამაშე ჯენარო გატუზო გაწვრთნის.

გუნდსა და მწვრთნელს შორის შეთანხმება შედგა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელი 2-წლიან ხელშეკრულებას დათანხმდა, რა დროშიც "რინო" 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, სეზონის ბოლოს გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა ხოსე ბორდალასმა.

რაც შეეხება გატუზოს, "ვალენსიამდე" იტალიურ "ნაპოლის" და "მილანს" წვრთნიდა.

მომზადებულია Sports-ის მიერ