ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ტური 10: "დილამ" "გაგრას" მოუგო

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გორის "დილამ" მინიმალური სხვაობით მოუგო აუტსაიდერ "გაგრას" და მეორე ადგილზე გადავიდა.

​​​​​​​გაგრა 0:1 დილა

​​​​​​​ერთადერთი გოლი ანგოლურ-სენეგალურ-ქართული კომბინაციით გავიდა. ანტონიო ლოპესმა მარჯვნივ გააყოლა ბურთი იბრაჰიმა დრამეს, რომლის გასწვრივ პასსაც მოჰყვა შოთა შეყილაძის ზუსტი დარტყმა.

ეს გოლი 39-ე წუთზე გავიდა. შეყილაძემ მეოთხე გოლი გაიტანა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მომენტები კიდევ იყო, ბოლო წუთებზე კი არბიტრმა ბაკურ ნინუამ პენალტი დანიშნა "დილას" კარში, თუმცა VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. საბოლოოდ 0:1.

"დილა" მეორე საფეხურზეა და მხოლოდ
5 გოლი აქვს გატანილი (ყველაზე ცოტა მიმდინარე სეზონში). "გაგრას" რაც შეეხება, ზედიზედ მეოთხედ წააგო.

erovnuliliga.ge

ტეგები: