U21. საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა და ჯგუფის თანალიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, C ჯგუფში, მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე მოლდოვა 1:0 დაამარცხა.

სვანაძის შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს და კვერნაძემ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, როდესაც პირისპირ გასულს მეკარემ არ გაატანინა. საქართველოს ნაკრები ინიციატივას ფლობდა, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდა. მხოლოდ ერთი ეპიზოდის გახსენება შეიძლება - 34-ე წუთზე შორიდან გორდეზიანმა მიზანს ვერ უწია.

შესვენების შემდეგ მოლდოვა გააქტიურდა და მეკარე ხარატიშვილს მოუწია თამაშში ჩართვა. თუმცა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაიბრუნა, მამაგეიშვილსა და ოდიშარიას მეკარემ არ დაანება გატანა. შეცვლაზე შესულმა 19 წლის იობაშვილმა
კი 84-ე წუთზე თავით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. მერე ეგოიანის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და 12 ოქტომბერს ნიდერლანდებს უმასპინძლებს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს.

კიშინიოვი. „ზიმბრუ“
მოლდოვა - საქართველო 0:1
გოლი: იობაშვილი (84)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, მაისურაძე (გეგუჩაძე 86), მამაცაშვილი, გოგლიჩიძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე (ოდიშარია 46), ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 74), გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (ეგოიანი 90)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვინმემ მითხარით რომელ არხზე უყურეთ რეპორტაჟს. მომავლისთვის გავითვალისწინებ. არც პირველ არხზე იყო, არც ტელესკოლაზე
ვანჩოპე
13:35 13-09-2023
0
Დაცვა გამორჩეულად კარგად თამაშობს.ლომინაძეა მმგონი ის ბიჭი მცველი ტანმაღალი დაცვას ხელმძღვანელბდა ჭკვიანურად არც ჩქარობდა მოკლედ დაცვას ყოჩაღ .შუახაზს არა უშავდა არ ჩავარდნილა თუმცა ეტყობა გუნდში ყველაზე სუსტი რგოლია გორდეზიანიც ნორმალურად გამოიყურებოდა თამაშში იჯდა .ეს კვერნაძე მოედანზე რისთვის იყო თითონაც არ ცოდა არც ბურთზე იბრძოდა არც პასებს აკეთებდა დაბოდიალობდა კომპასარეული ერთი ისეთი მომენტი გამაზა ძელთან ყველა გაიტანდა .მთლიანობაში უპირატესობას ვფლობდით და თამაშს ვკარნახობდით
Გი
04:25 13-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული